среда, 26 ноября 2014 г.

რეფლექსია მე-9 დღე

დღეს დავასრულეთ ტრენინგი.ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენი ნამუშვრები.
მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგის.ის ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი იყო.
დიდი მადლობა ჩვენს ყურადღებიან  და ერთგულ ტრენერს,რომელსაც ბუნდოვანი,კითხვა გაუცემელი და გაუგებარი არც ერთი საკითხი არ დაუტოვებია.
იმედს ვიტოვებ რომ ამგვარ საინტერესო ტრენინგებს ახლო მომავალშიც გავივლით.

понедельник, 17 ноября 2014 г.

რეფლექსია მე-8 დღე





დღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენი ტრენინგისა,როგორც იქნა დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ნამუშევრით.
დაგვრჩა ერთი ტრენინგი რაზეც ძალიან მწყდება გული.
ჩვენმა ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება და იმედი მაქვს ,რომ მასაც სისრულეში მოვიყვან.

რეფლექსია- მე-7 დღე




დღეს გადავხედეთ ჩვენს მიერ შექმნილ პორტფოლიოს და პორტფოლიოს ჩეკლისტის მიხედვით შევაფასეთ.მომდევნო ტრენინგისთვის დასრულებული უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგანის ნამუშევარი და უნდა მოვემზადოთ პრეზენტაციისათვის.

რეფლექსია-მე-6 დღე



როგორც ყველა გღემ დღევანდელმაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.ვისწავლე როგორ ავტვირთოდ ბლოგზე ბუკლეტი,პრეზენტაცია ან სხვა ნებისმიერი ფაილი.თანდათან ვავსებთ პროექტის გეგმას.განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები.შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და ვცდილობთ,შევქმნათ შეფასების რუბრიკები ჩვენი პროექტისათის.

воскресенье, 9 ноября 2014 г.

რეფლექსია მე -5 დღე

დღვანდელმა დღემაც საინტერესოდ ჩაიარა.
უამრავ ახალ ინფორმაციას გავეცანით.
ჩვენმა ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება, რომელსაც იმედი მაქვს რომ თავს გავართმევ .

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

суббота, 8 ноября 2014 г.

ტრენინგის მე-4 დღე





ტრენინგის მეოთხე დღე საინტერესოდ წარიმართა.განვიხილეთ ჩვენ მიერ შექმნილი ბუკლეტები.გავეცანით მეორე მოდულს.განვსაზღვრეთ სტანდარტები და ინდიკატორები.შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.შევარჩიეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები,რომლებსაც ჩვენ მიერ დაგეგმილი პროექტის საშუალებით მივაღწევთ.

воскресенье, 2 ноября 2014 г.

რეფლექსია – მე–3 დღე





ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა.თემას შევურჩიეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები.მათზე დაყრდნობით დავსახეთ სასწავლო მიზნები.ტრენინგებზე ხალისითა და დიდი ინტერესით მივდივარ.მიხარია, რადგან ვიცი რომ ძალიან განათლებული და თავისი საქმის კარგად მცოდნე ტრენერი გვყავს!ვიცი რომ ყველა ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას პასუხი გაეცემა.
რა თქმა უნდა დღევანდელმა დღემაც საინტერესოდ ჩაიარა და მეც ძალიან კმაყოფილი ვარ!საშინაო დავალებად მოგვეცა ბუკლეტის გაკეთება და იმედი მაქვს, რომ ამასაც გავართმევ თავს...